მუს. IX.
2. მოსწავლეს შეუძლია
სიმღერა თანაკლასელებთან
ერთად.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ასრულებს ორხმიან და
სამხმიან ქართულ ხალხურ და სხვა ხალხთა სიმღერებს;
მუს. IX.
4. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტში მონაწილეობა.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
განსაზღვრავს
პროექტის მიზანს;
·
გეგმავს
პროექტს და ანაწილებს ფუნქციებს;
·
მოიძიებს
თეორიულ მასალას, ქმნის რესურსს;
·
მონაწილეობს
კონცერტის, წარმოდგენის, ტელე/რადიო გადაცემის
დადგმაში, ჟურნალის მომზადებაში;
·
მონაწილეობს
პროექტის წარდგენასა და შეფასებაში.
მუს.IX.9. მოსწავლე აცნობიერებს მუსიკის როლს
საზოგადოების ცხოვრებაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
·
ახასიათებს სტილებს კულტურისა და ეპოქის მიხედვით;
·
საუბრობს ხალხური მუსიკის სოციალურ დანიშნულებაზე (ყოფასთან კავშირი, კოლექტიური შემსრულებლობა,
ზეპირი გადაცემის ტრადიცია, ანონიმურობა, მუდმივი ცვალებადობა);
·
აცნობიერებს პროფესიული მუსიკის ფუნქციონირებისთვის
აუცილებელ კომპონენტებს: კომპოზიტორი, შემსრულებელი, მსმენელი;
·
მსჯელობს მუსიკის როლზე ხელოვნების სხვა დარგებში;
·
ადარებს მუსიკასთან დაკავშირებულ ტრადიციულ და
თანამედროვე პროფესიებს – პროდიუსერი, რეჟისორი, დიჯეი, ხმის ოპერატორი;
·
ახასიათებს თანამედროვე ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს
და მათ ზეგავლენას
მუსიკალურ ხელოვნებაზე;
No comments:
Post a Comment